კორპორატიული შეთავაზება

SINCE 1919 | PREMIUM QUALITY

პარტნიორობა, რომელიც ბიზნესის საჭიროებებზეა აგებული

ყავა მხოლოდ პროდუქტი არ არის. ის თქვენი ბიზნესის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია, რომელიც გავლენას ახდენს მომხმარებლის შთაბეჭდილებაზე, მომსახურების ხარისხსა და ბრენდის აღქმაზე.

სწორედ ამიტომ Filicori Zecchini-ს კორპორატიული პროგრამა შექმნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ხარისხს კონკურენტულ უპირატესობად განიხილავენ და მომხმარებელს სტაბილურ, მაღალი სტანდარტის გამოცდილებას სთავაზობენ.

ჩვენი პარტნიორები იღებენ არა მხოლოდ პრემიუმ იტალიურ ყავას, არამედ სრულ მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს პროფესიონალურ აღჭურვილობას, ტექნიკურ მომსახურებას, კონსულტაციასა და ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს.

ყველა ობიექტს განსხვავებული მოთხოვნა აქვს. სწორედ ამიტომ ჩვენ არ ვიყენებთ ერთნაირ მოდელს ყველასთვის.

კაფე, რესტორანი, სასტუმრო თუ საოფისე სივრცე — თითოეული პარტნიორისთვის ვქმნით თანამშრომლობის ფორმატს, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება მის საქმიანობას, მომხმარებელთა ნაკადსა და განვითარების მიზნებს.

მეტი ვიდრე ყავის მიწოდება

ჩვენი მიდგომა ეფუძნება გრძელვადიან თანამშრომლობას. პარტნიორობის ფარგლებში თქვენ იღებთ პროდუქციას, პროფესიონალურ აღჭურვილობას და ტექნიკურ მხარდაჭერას. 

ჩვენი ექსპერტული, 14 წლიანი გამოცდილება, რომელიც დაგეხმარებათ მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ყავის გამოცდილების შექმნაში. 

ჩვენ გვაქვს ყველაზე მოქნილი სერვისი, მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქცია და საუკეთესო პირობები, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს, რათა მათ  წარმატებულად გამართონ და დახვეწონ ბიზნესი.

სწორედ ამ მოდელის წყალობით  კაფეების, რესტორნების, სასტუმროებისა და ბიზნეს სივრცეების სანდო პარტნიორები ვართ საქართველოს ბაზარზე.

სტაბილური ხარისხი ყოველდღიურ საქმიანობაში

ყავის ბიზნესში ხარისხის შენარჩუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი პირველი მიღწევა.

Filicori Zecchini-ის პრემიუმ ბლენდები გამოირჩევა სტაბილური გემოთი, არომატითა და ხარისხით, რაც საშუალებას გაძლევთ მომხმარებელს ყოველდღიურად შესთავაზოთ ერთი და იგივე მაღალი სტანდარტი.

ერთად შევქმნათ გამორჩეული გამოცდილება

თუ ეძებთ პარტნიორს, რომელიც მხოლოდ პროდუქციის მომწოდებელი არ იქნება და რეალურად თქვენი ბიზნესის განვითარებაზე იზრუნებს, მზად ვართ თქვენთვის ინდივიდუალურად მორგებული თანამშრომლობის მოდელი შევიმუშაოთ.

 

დაგვიკავშირდით  +995598664422  და გაიგეთ მეტი კორპორატიული პარტნიორობის პირობების შესახებ.

go top