Filicori Zecchini

იტალიური ესპრესოს ტრადიცია 1919 წლიდან

 

ყველაფერი ნამდვილი იტალიური ესპრესოსთვის

იტალიური პრემიუმ ყავა, რომელსაც პროფესიონალები ენდობიან.

 

ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

Filicori Zecchini-ს ხარისხი მხოლოდ ყავის შექმნით არ შემოიფარგლება — ის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს გარემოსა და მომავალი თაობების წინაშე.

ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მდგრად განვითარებას და საქმიანობის თითოეულ ეტაპზე ცდილობს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.  სრულად გადამუშავებადი შეფუთვის გამოყენება Filicori Zecchini-ის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

 

ჩვენ გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის ყავა და გარემოსადმი პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. სწორედ ამიტომ, Filicori Zecchini აგრძელებს იმ პრაქტიკების დანერგვას, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და უფრო მდგრადი მომავლის შექმნას.

 

გაეცანით ჩვენს კოლექციას და აღმოაჩინეთ ბრენდი, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია აერთიანებს იტალიურ ტრადიციას, ინოვაციასა და პასუხისმგებლობას მომავლის მიმართ.

ჩვენ ვანდეთ მესამე მხარეებს ჩვენი საწარმოო მეთოდის, პროდუქციის ხარისხისა და სისტემების პროფესიონალური ხარისხის დამოწმება სერტიფიცირებისთვის.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ უკეთესი ყავის ხარისხი გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით. ას წელზე მეტია, ჩვენს ესპრესოს რეცეპტებში იტალიურ ტრადიციებს ვავითარებთ. დღეს ჩვენ თანამედროვეობის გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამავდროულად, ვზრუნავთ მდგრადობასა და გარემოს დაცვაზე.


 სერთიფიკაცია არის აღიარება, რომ ყავის მარცვალი გამოირჩევა მკაფიოდ განსაზღვრული მახასიათებლებით, რაც მათ მარტივად განასხვავებს იმიტაციებისგან.

B2B ბიზნესი

გსურთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი?

თუ თქვენ კვების და სასმელების ინდუსტრიას წარმოადგენთ, ჩვენ დაგეხმარებით სერვისის ახალ საფეხურზე აყვანაში. ჩვენი გუნდი მზად არის, მაქსიმალურად მოერგოს თქვენს მოთხოვნებს — პროდუქციის შერჩევიდან დაწყებული, სრული ტექნიკური მხარდაჭერით დასრულებული.

Filicori Zecchini Georgia თანამშრომლობს:

 კაფეებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან, ბარებთან, ოფისებთან

 

ჩვენ გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ყავას, Astoria-ს პროფესიონალურ აპარატებს, ინსტალაციას, ტექნიკურ მხარდაჭერას, ბარისტების კონსულტაციასა და მუდმივ მომარაგებას.

თუ თქვენი მიზანია სტუმრებს შეუქმნათ ნამდვილი იტალიური ყავის გამოცდილება, ჩვენი გუნდი მზად არის შემოგთავაზოთ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები.

გაიარეთ კონსულტაცია, შეავსეთ ფორმა თქვენი ბიზნესის მონაცემებით და ჩვენი გაყიდვების გუნდი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ ინდივიდუალური პირობების განსახილველად. კონსულტაცია უფასოა და არ გაკისრებთ არანაირ ვალდებულებას.

ხარისხი და სერვისი

როგორ დავხვეწოთ ყავის კულტურა Filicori Zecchini-სთან ერთად

 

სარესტორნო ბიზნესში ყოველი დეტალი გადამწყვეტია, თუმცა სტუმრის ლოიალობას ყველაზე სწრაფად სრულყოფილი ესპრესო განსაზღვრავს. Filicori Zecchini Georgia გთავაზობთ არა მხოლოდ მსოფლიოში აღიარებულ იტალიურ პრემიუმ ყავას, არამედ სრულ ბიზნეს-მხარდაჭერას თქვენი წარმატებისთვის.

შესყიდვის პირდაპირი წყარო

კომპანიის ქვაკუთხედი ვაჭრობის პირდაპირი წყაროა

მიწოდების ჯაჭვში  ”რგოლების” შემცირება გულისხმობს არამხოლოდ  ლოგისტიკას — არამედ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს სტრატეგიას, რომელიც მდგრადობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? პლანტაციებთან და ფერმერებთან პირდაპირი თანამშრომლობით, ჩვენ ვქმნით სამართლიან გარემოს: მუშები იღებენ ღირსეულ ანაზღაურებას საკუთარი შრომისა და მოსავლისთვის, ხოლო თქვენ კი — სტაბილურად უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის ყავას მიირთმევთ.

 

პარტნიორები

.
.
HONORE
palmebi by honore
.
Pumpkin Cafe
.
Coffeehub.ge
Lumier's Chimney Cake • ლუმიერს
go top