წარმომავლობა

Premium Coffee Market
ჩვენი ისტორია – ესპრესოს ასი წელი

ყველაფერი პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, იტალიის ქალაქ ბოლონიაში დაიწყო. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ალდო ფილიკორიმ და ლუიჯი ძეკინიმ, შეექმნათ ახალი ბიზნეს რეალობა.

მათი ამბიციური მიზანი იყო, ექსპერტული მეთვალყურეობის ქვეშ გაეერთიანებინათ ყავის მიწოდების მთელი ჯაჭვი — მარცვლების იმპორტიდან სრულყოფილი ესპრესოს მომზადებამდე.

სულ მალე, ესპრესოს პატარა ფინჯნის ირგვლივ ფასეულობათა ნამდვილი სამყარო შეიქმნა.

ეს არის სამყარო, რომელიც დღესაც ჰარმონიულად აერთიანებს ტრადიციულ, ხელოსნურ გატაცებას და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებს.

ჩვენი მიზანი საუკუნეზე მეტია უცვლელია — შევქმნათ გამორჩეული პროდუქტები, რომლებსაც იმსახურებთ.

1919 წელს ალდო ფილიკორიმ და ლუიჯი ძეკინიმ ბოლონიის ისტორიულ ცენტრში გახსნეს „ბოტეგა“ (პატარა მაღაზია), სადაც ყავას ყიდდნენ. მათ საუკეთესო ხარისხისადმი მთელი თავიანთი სიყვარული ჩააქსოვეს. ეძებდნენ საუკეთესო ნედლეულს და სწავლობდნენ სრულყოფილი მოხალვის საიდუმლოს, დაწყებული უმი, მწვანე მარცვლით.

ასე დაიწყო არაჩვეულებრივი და უნიკალური ყავის წარმოება.

It seems we can’t find what you’re looking for. Perhaps searching can help.

go top